ფრედი ბობიჩი განრისხდა

AutoSharing Option
"შტუტგარტის" სპორტული დირექტორი, გერმანიის ნაკრების ექს-თავდამსხმელი ფრედი ბობიჩი ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ახლა კი ზდრავკო კუჟმანოვიჩის გამო სერბეთის ფეხბურთის ფედერაციას შეუტია.

ბობიჩი წარმოშობით ხორვატია (დედა სლოვაკი ჰყავს, მამა ხორვატი) და ისე როგორ იქნებოდა, რომ სერბების გალანძღვის შანსი ხელიდან გაეშვა. საქმე იმაშია, რომ ამ კვირაში კუჟმანოვიჩმა სერბეთის ნაკრებში ორი მატჩი ჩაატარა და ჯამში 170 წუთი იასპარეზა. ბობიჩი მიიჩნევს, რომ ეს ნამეტანია. სერბეთის ნაკრებმა კვიპროსზე ამხანაგურ ტურნირზე იასპარეზა (სომხეთთან 2:0 და კვიპროსთან 0:0).

"სერბები მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობენ. შუა კვირაში ტურნირზე
ასპარეზობა და ორი მატჩის ჩატარება, მით უმეტეს ასეთი გადატვირთული კალენდრის დროს, ფეხბურთელებთან მიმართებაში დანაშაულის ტოლფასია. სერბები ყოველთვის მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობენ. იმედი მაქვს, ჩემს სიტყვებს სერბი ჟურნალისტებიც დაწერენ. შეუძლიათ, დამიკავშირდნენ და მე მათსავე მშობლიურ ენაზე გავლანძღავ," - განაცხადა ბობიჩმა.

სხვათა შორის, წინა კვირას, "ფრაიბურგთან" მატჩის წინ, რომელიც შტუტგარტელებმა 4:1 მოიგეს, ფრედიმ ლანძღვა არც ბრაისგაუულ კლუბს დააკლო - "ფრაიბურგისთვის" ხომ სულ ერთია, მომდევნო სეზონში პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებენ თუ მეორეშიო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული