არიენ რობენი: არ ვარ დარწმუნებული, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტს გავაგრძელებ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

გერმანულ გრანდთან ჰოლანდიელი ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2013 წელს იწურება.

"უნდა ითქვას, რომ გერმანიაში ამჟამად იდეალური მდგომარეობა არ მაქვს. სრულიად ბუნებრივია, რომ თავში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტი მომდის", - განაცხადა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გერმანულმა გამოცემებმა რობენის გაკრიტიკება დაიწყეს, ფეხბურთელი უარესად თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული