გერმანულ გრანდთან ჰოლანდიელი ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2013 წელს იწურება.
"უნდა ითქვას, რომ გერმანიაში ამჟამად იდეალური მდგომარეობა არ მაქვს. სრულიად ბუნებრივია, რომ თავში მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვარიანტი მომდის", - განაცხადა რობენმა.
შეგახსენებთ, რომ "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გერმანულმა გამოცემებმა რობენის გაკრიტიკება დაიწყეს, ფეხბურთელი უარესად თამაშობს.