იუპ ჰაინკესი: ლევერკუზენის "ბაიერთან" განიავებული მომენტების გამო დავისაჯეთ

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ლევერკუზენის "ბაიერთან" (0:2) მარცხზე ისაუბრა.

"პირველ ტაიმში ჩემი ფეხბურთელები კარგად მოქმედებდნენ. მეტოქეს მთელი გუნდით თავის დაცვას ვაიძულებდით, "ბაიერის" კართან უამრავ საგოლე მომენტს ვქმნიდით და ვალდებულნი ვიყავით, ორი ან სამი გოლი გაგვეტანა. ხანდახან მეჩვენება, რომ დაწყევლილები ვართ. რეალიზაციის მაჩვენებელი სასწრაფოდ უნდა გავაუმჯობესოთ.

მეორე ტაიმში ამ გაფლანგული მომენტების გამო დავისაჯეთ. ვერ გაიტან, გაგიტანენო, - ჩვენზეა ნათქვამი. დამარცხებამ იმედი გაგვიცრუა და საჩემპიონო ბრძოლაში ჩვენი პერსპექტივები გააუარესა", - განაცხადა ჰაინკესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული