"პირველ ტაიმში ჩემი ფეხბურთელები კარგად მოქმედებდნენ. მეტოქეს მთელი გუნდით თავის დაცვას ვაიძულებდით, "ბაიერის" კართან უამრავ საგოლე მომენტს ვქმნიდით და ვალდებულნი ვიყავით, ორი ან სამი გოლი გაგვეტანა. ხანდახან მეჩვენება, რომ დაწყევლილები ვართ. რეალიზაციის მაჩვენებელი სასწრაფოდ უნდა გავაუმჯობესოთ.
მეორე ტაიმში ამ გაფლანგული მომენტების გამო დავისაჯეთ. ვერ გაიტან, გაგიტანენო, - ჩვენზეა ნათქვამი. დამარცხებამ იმედი გაგვიცრუა და საჩემპიონო ბრძოლაში ჩვენი პერსპექტივები გააუარესა", - განაცხადა ჰაინკესმა.