ეს კაცი გიჟია! - ყველა დროის უსასტიკესი უხეშობა ბუნდესლიგაში [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
"ჰამბურგი" "შტუტგარტთან" 0:4 განადგურდა და ამ მატჩს ერთი ანტიგმირი ჰყავდა - პაოლო გერერო, რომლისთვისაც ეპითეტი "ანტიგმირიც" კი ლამის კომპლიმენტია.

28 წლის პერუელმა თავდამსხმელმა კუთხურის ალამთან, აბსოლუტურად უსარგებლო სიტუაციაში, "შტუტგარტის" მეკარე სვენ ულრაიხს გაშლილი ფეხი პირდაპირ მუხლის უკან, თანაც აშკარად გამიზნულად ჩაარტყა და კინაღამ ფეხი მოამტვრია!

ჰამბურგელს, რა თქმა უნდა, მაშინვე მოედანი დაატოვებინეს, შვაბთა 23 წლის მეკარე კი ბედნიერი იყო იმის გამო, რომ სტადიონის მომსახურე პერსონალს მისი ძვლების აკრეფა არ მოუხდა...

მეორე დღეს მთელი საფეხბურთო გერმანია გერეროზე ლაპარაკობდა, რადგან ეს არ
არის პირველი შემთხვევა, როცა პერუელი ასეთ სისასტიკეს სჩადის. ლეგენდარული გერმანელი მსაჯის, მარკუს მერკის თქმით, ეს ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე სასტიკი ფოლი იყო - მერკმა ჯენტილე-მარადონას შემთხვევაც კი გაიხსენა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული