ფრანკ რიბერი: მიუნხენის "ბაიერნის" წარუმატებლობებში დამნაშავე იუპ ჰაინკესი არ არის

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ფრანკ რიბერი არ ეთანხმება აზრს, რომ გუნდის წარუმატებელი გამოსვლა მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის ბრალია.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩში "ბაიერნი" ლევერკუზენის "ბაიერთან" დამარცხდა და ახლა დორტმუნდის "ბორუსიას" შვიდი ქულით ჩამორჩება.

"ბაიერნის" წარუმატებლობებში ჰაინკესი დამნაშავე არ არის. არადაკმაყოფილებელი შედეგები ფეხბურთელების ბრალია.

ახლა "ჰოფენჰაიმთან" შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ და საჭირო დონეზე ვითამაშოთ", - განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული