ფეხბურთელმა ევროპის ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში ლიეჟის "სტანდარდთან" მოედანი 60-ე წუთზე დატოვა, თამაშის შემდეგ კი კოჭის მყესების გაწყვეტა დაუდგინეს.
მოთამაშის მკურნალობის მეთოდები და გამოჯანმრთელების ვადა უახლოეს მომავალში გაირკვევა.
აღსანიშნავია, რომ დიუფი ზამთარში "ჰანოვერში" იჯარით გადავიდა. ახალ კლუბში სენეგალელმა რვა მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.