ოტო რეჰაგელი: ბერლინის "ჰერტამ" მეტოქეთა კართან უფრო ცივსისხლიანად უნდა ითამაშოს

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" მთავარმა მწვრთნელმა ოტო რეჰაგელმა "კიოლნთან" ბუნდესლიგის 25-ე ტურის გასვლითი მატჩის შემდეგ თავისი გუნდის ფეხბურთელები გააკრიტიკა.

ბერლინელებმა ერთი გოლი გაუშვეს, მასპინძელთა კარის აღება კი ვერ მოახერხეს.

"ჰერტას" ფეხბურთელებმა საკუთარი შანსების გამოყენება უნდა იცოდნენ. მაგალითად, ბენ ხათირის 150-პროცენტიანი შანსი ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა.

მეტოქეთა კარის წინ აუცილებელია, უფრო ცივსისხლიანად ვიმოქმედოთ", - განაცხადა რეჰაგელმა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინელებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი კაპიტნობს, რომელიც ამ მატჩში მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული