ბერლინელებმა ერთი გოლი გაუშვეს, მასპინძელთა კარის აღება კი ვერ მოახერხეს.
"ჰერტას" ფეხბურთელებმა საკუთარი შანსების გამოყენება უნდა იცოდნენ. მაგალითად, ბენ ხათირის 150-პროცენტიანი შანსი ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა.
მეტოქეთა კარის წინ აუცილებელია, უფრო ცივსისხლიანად ვიმოქმედოთ", - განაცხადა რეჰაგელმა.
შეგახსენებთ, რომ ბერლინელებს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი კაპიტნობს, რომელიც ამ მატჩში მიღებული მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედნიდან გააძევეს.