კლოპი გვარდიოლას მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევს.
"დღევანდელ მწვრთნელებს შორის გვარდიოლა ყველაზე ძლიერი სპეციალისტია. ჩემი გუნდის მოთამაშეები კატალონიელთა "კლასიკოს" მადრიდის "რეალთან" ყოველთვის უყურებენ.
უნდა ითქვას, რომ ჩემი ფეხბურთელებიც ბურთის დაკარგვისთანავე მეტოქეს პრესინგს ეთამაშებიან. ძალიან მეხმარება ის, რომ შემიძლია ამა თუ იმ ფეხბურთელს ვუთხრა: ნახე, "ბარსელონას" მოთამაშეებიც ასე აკეთებენ.
თუმცა ჩემს სახელს გვარდიოლას გვერდით კიდევ დიდხანს არ დაასახელებენ".