ოტო რეჰაგელი: ბერლინის "ჰერტა" მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩში საკუთარ თავზე მაღლა უნდა ახტეს

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" მთავარი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი ბუნდესლიგის 26-ე ტურის საშინაო მატჩის წინ არ ეთანხმება აზრს, რომ მისი გუნდი მიუნხენის "ბაიერნის" მორიგი მსხვერპლია.

გერმანიის საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბერლინელებს "დოიჩმასტერის" წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვთ.

"ვიცი, რომ ხალხის აზრით ეს შეხვედრა დიდი ხანია წაგებული გვაქვს, მაგრამ თუ წაგებაა, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც გმირებს შეეფერებათ.

თამაშის შემდეგ არ უნდა ვიჩხუბოთ და ზოგიერთი გუნდივით არ უნდა მოვიქცეთ. ეს ჩემს ფეხბურთელებს უკვე ვუთხარი.

ხოლო, თუ ისინი საკუთარ თავზე მაღლა ახტომას
შეძლებენ, შანსიც გამოჩნდება", - განაცხადა რეჰაგელმა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინის "ჰერტას" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი კაპიტნობს. ლევანი მიუნხენურ გრანდთან შეხვედრაში მონაწილეობას დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული