გერმანიის საფეხბურთო საზოგადოების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბერლინელებს "დოიჩმასტერის" წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვთ.
"ვიცი, რომ ხალხის აზრით ეს შეხვედრა დიდი ხანია წაგებული გვაქვს, მაგრამ თუ წაგებაა, ეს ისე უნდა გავაკეთოთ, როგორც გმირებს შეეფერებათ.
თამაშის შემდეგ არ უნდა ვიჩხუბოთ და ზოგიერთი გუნდივით არ უნდა მოვიქცეთ. ეს ჩემს ფეხბურთელებს უკვე ვუთხარი.
ხოლო, თუ ისინი საკუთარ თავზე მაღლა ახტომას
შეგახსენებთ, რომ ბერლინის "ჰერტას" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლევან კობიაშვილი კაპიტნობს. ლევანი მიუნხენურ გრანდთან შეხვედრაში მონაწილეობას დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღებს.