მარიო გიოტცემ ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" 19 წლის უნიჭიერესმა ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ ვარჯიში დაიწყო და მოედანს მალე დაუბრუნდება.

სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მარიომ გუშინ პირველად ივარჯიშა - BVB-ს ფიზიოთერაპევტ ანდრეას შლუმბერგერის მეთვალყურეობის ქვეშ.

მართალია, გიოტცინიო სრული დატვირთვით ჯერ ვერ ვარჯიშობს, მაგრამ არც ის დღეა შორს, როცა გუნდთან ერთად მაქსიმალურად დატვირთავენ.

დორტმუნდელთა თავკაცის, იურგენ კლოპის თქმით, დაახლოებით ორ კვირაში გიოტცე სრულ მზადყოფნაში იქნება.

"ბორუსიას" სამედიცინო შტაბის გეგმის მიხედვით, გიოტცე "დორტმუნდს" ბუნდესლიგის 29-ე ტურში, 7 აპრილს დაუბრუნდება და "ვოლფსბურგთან" მატჩში სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ. მომდევნო მატჩში კი,
რომელიც BVB-ს "ბაიერნთან" უწევს (11 აპრილს, 30-ე ტური), მარიომ უკვე ძირითად შემადგენლობაში უნდა ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული