ტონი შუმახერი "თხების" ბოსად?

AutoSharing Option
"ბილდის" ინფორმაციით, ლეგენდარული გერმანელი მეკარე ჰარალდ "ტონი" შუმახერი 23 აპრილს "კიოლნის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად კენჭს იყრის და თუ ეს მართლა მოხდა, აქედანვე ცხადია, რომ 58 წლის შუმახერი ამ პოსტს ხმათა უმრავლესობით აუცილებლად დაიკავებს.

წარსულში ცნობილ მეკარეს კარიერის საუკეთესო წლები სწორედ "კიოლნში" აქვს გატარებული, სადაც 1972-იდან 1987 წლამდე თამაშობდა და "თხების" ფორმით 422 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 1979-იდან 1986 წლამდე ტონი გერმანიის ნაკრების პირველი მეკარე გახლდათ და ბუნდესგუნდში 76 მატჩი ჩაატარა. 1980 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, 1982 და 1986 წლებში კი -
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.

"კიოლნის" ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ნოემბრის შემდეგ თავისუფალია - სწორედ გასული წლის მიწურულს გადადგა კიდევ ერთი ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ვოლფგანგ ოვერატი და კიოლნელები მას მერე ახალ ვიცე-პრეზიდენტს ეძებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული