ბრენო: "ლაციო" თუ ციხე?

AutoSharing Option
იტალიური გაზეთის, "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, რომის "ლაციოს" მიუნხენის "ბაიერნის" 22 წლის ბრაზილიელი მცველის, ბრენოს გადაბირება უნდა.

აღსანიშნავია, რომ "ლაციალე" ამ უკანასკნელს ზაფხულშიც ეპატიჟებოდა, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა, რადგან მიუნხენელებმა რომაელთათვის მიუღებელი თანხა, 8 მილიონი ევრო მოითხოვეს.

ახლა ბრენოს "ბაიერნთან" კონტრაქტი უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლაციოს" მისი გადაბირება უფასოდ შეეძლება. მაგრამ არის ერთი ფაქტორი, რამაც ტრანსფერი შეიძლება მაინც ჩაშალოს. როგორც იცით, ბრაზილიელ მცველზე საქმეა აღძრული - მას მიუნხენის ვილის განგებ გადაწვას აბრალებენ (არსებობს ეჭვი, რომ ბრენოს სადაზღვევო კომპანიის
გაცურება უნდოდა). თუ ბრაზილიელს დანაშაული დაუმტკიცდა, თავს "ლაციოში" კი არა, ციხეში ამოყოფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული