ბუნდესლიგა. პარასკევის მატჩის წინ: ლიდერი იწყებს! და იგებს?

AutoSharing Option
ბორუსია (დ)-შტუტგარტი 22:30
პირველ წრეში: 1:1
დისკვალიფიკაცია: კაკაუ (შტუტგარტი)
ტრავმა: ფელიპე სანტანა, კოხი, გიოტცე - ბულარუზი, დელპიერი, აუდელი, ოკაზაკი

ბუნდესლიგის პარასკევის მატჩი ამჯერად უაღრესად საინტერესოა, რადგან დღეს ერთპიროვნული ლიდერი დორტმუნდის "ბორუსია" თამაშობს. გერმანიის ჩემპიონი ევროპალიგის საგზურისთვის მებრძოლ "შტუტგარტს" მასპინძლობს და ბარემ აქვე ვთქვათ, რომ შვაბები ბოლო დროს საკმაოდ კარგ ფორმაში არიან: ბრუნო ლაბადიას გუნდმა ბოლო ხუთ ტურში ოთხი თამაში მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

თუმცა შტუტგარტელებს ის ერთი ფრეც წაფორხილებად უნდა ჩაეთვალოთ, რადგან საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "კაიზერსლაუტერნს" ვერ მოუგეს (0:0).
თუმცა მას მერე ჯერ "ჰოფენჰაიმს" სძლიეს სტუმრად (2:1), წინა ტურში კი "ნიურნბერგი" დაამარცხეს (1:0) და ახლა მეშვიდე ადგილზე არიან, რაც ამ სეზონში (გერმანიის თასზე განვითარებული მოვლენების გამო) ევროპალიგის საგზურს იძლევა.

"დორტმუნდი" კი უფრო უკეთეს ფორმაშია და ჩემპიონობასთან ერთად, ახალ რეკორდებსაც უმიზნებს - იურგენ კლოპის სამწყსოს ბუნდესლიგაში 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. "ბორუსიადან" საუკეთესო ფორმაში იაპონელი გამთამაშებელი შინჯი კაგავაა, რომელმაც წელს უკვე შვიდი გოლის გატანა მოასწრო, რაც მის გარდა გერმანიაში მხოლოდ ისეთმა გოლეადორებმა მოახერხეს, როგორებიც არიან კლაას-იან ჰუნტელაარი (შალკე) და მარიო გომესი (ბაიერნი).

"შტუტგარტს" კაკაუ ჰყავს დისკვალიფიცირებული. სამაგიეროდ, ლაბადიას დისკვალიფიკაციამოხდილი ვედად იბიშევიჩი უბრუნდება. სხვა მხრივ, შვაბებისთვის დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმის გამო აქვს, რომ "შტუტგარტი" ამ უქმეებზე დაარსებიდან ასწლიან იუბილეს აღნიშნავს: ეს კლუბი 1912 წლის 2 აპრილს შეიქმნა.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 27 19 5 3 59-17 62
2. ბაიერნი 27 18 3 6 66-18 57
3. შალკე 27 17 2 8 60-34 53
4. ბორუსია (მ) 27 15 6 6 40-18 51
5. ლევერკუზენი 27 11 7 9 39-36 40
6. ვერდერი 27 11 7 9 41-40 40
7. შტუტგარტი 27 11 6 10 44-34 39
8. ჰანოვერი 27 9 11 7 35-38 38
9. ვოლფსბურგი 27 11 4 12 36-48 37
10. ჰოფენჰაიმი 27 8 9 10 31-38 33
11. ნიურნბერგი 27 9 4 14 25-38 31
12. მაინცი 27 7 9 11 39-44 30
13. ფრაიბურგი 27 7 7 13 35-53 28
14. კიოლნი 27 8 4 15 34-56 28
15. აუგსბურგი 27 5 12 10 28-41 27
16. ჰამბურგი 27 6 9 12 31-50 27
17. ჰერტა 27 6 8 13 29-48 26
18. კაიზერსლაუტერნი 27 3 11 13 17-38 20

ბომბარდირები
23 - გომესი (ბაიერნი); 22 - ჰუნტელაარი (შალკე); 17 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 16 - პისარო (ვერდერი), პოდოლსკი (კიოლნი); 15 - როისი (ბორუსია /მ/); 14 - ჰარნიკი (შტუტგარტი); 12 - რაული (შალკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული