კლაუდიო პისარო კონტრაქტს წყვეტს!

AutoSharing Option
33 წლის პერუელმა თავდამსხმელმა კლაუდიო პისარომ "ვერდერის" ხელმძღვანელებს შეატყობინა, რომ ხელშეკრულებაში ჩადებულ პუნქტს გამოიყენებს და ზაფხულში ბრემენულ კლუბთან კონტრაქტს გაწყვეტს - ეს ინფორმაცია გუშინ "შპორტ ბილდმა" გაავრცელა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ პისაროს სეზონის დასრულების შემდეგ სხვა გუნდში გადასვლა უფასოდ შეუძლია. დიდი შანსია, რომ კლაუდიომ მიუნხენის "ბაიერნში" ამოჰყოს თავი - როგორც იცით, ბავარიელები მას ორწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. აღსანიშნავია, რომ პისაროს ინგლისური კლუბი "ქუინზ პარკ რეინჯერსიც" ეპატიჟება.

თუმცა "ვერდერთან" კონტრაქტის გაწყვეტა ავტომატურად მის წასვლას არ მოასწავებს, რადგან პისაროს ეს რომ არ
ექნა, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდებოდა - ასე კი, შეუძლია, ბრემენულ კლუბს უფრო მეტი ხელფასი მოსთხოვოს, ვიდრე კონტრაქტის ავტომატურად გახანგრძლივების შემთხვევაში დაენიშნებოდა.

რომ წავიდეს, ეს "ვერდერისთვის" სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან "მუსიკოსები" საუკეთესო გოლეადორს (16 გოლი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში) დაკარგავენ. ზოგადად, პისარო ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ლეგიონერია (158 გოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული