"კვირაში ორ თამაშს ვატარებთ. ასეთ დაძაბულ ტემპში თამაში საკმაოდ რთულია. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით ასპროცენტიან შედეგს ვუჩვენებთ.
მე პირადად დორტმუნდის "ბორუსიას" ლიდერობა საერთოდ არ მაშფოთებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 მატჩი დარჩა. თუ ყველა მათგანს მოვიგებთ, ჩემპიონები გავხდებით.
ბუნდესლიგის გარდა არც ჩემპიონთა ლიგა უნდა დავივიწყოთ. კარგია, რომ "მარსელთან" პირველი მატჩის შედეგი საპასუხო შეხვედრაში მოშვების საშუალებას გვაძლევს", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.