"ლევერკუზენიდან" რობინ დუტი გააგდეს, ახალი მწვრთნელი სამი ჰიიპიაა!

AutoSharing Option
რობინ დუტმა "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ ცხრა თვე გაძლო. "ბაიერის" შეფებმა 47 წლის სპეციალისტი 1 აპრილს, "ფრაიბურგთან" წაგების (0:2) შემდეგ დაიფრინეს, რაც "ფარმაცევტებისთვის" ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ.

"ლევერკუზენს" სეზონის ბოლომდე ყოფილი ფეხბურთელი, ფინელი სამი ჰიიპია უთავკაცებს, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ სამშობლოში ასისტენტად მოღვაწეობდა.

38 წლის ჰიიპია მთავარი მწვრთნელი იქნება, მის თანაშემწედ კი "ლევერკუზენის" 19-წლამდელთა თავკაცი საშა ლევანდოვსკი იმუშავებს.

ჰიიპიას მიზანი "ლევერკუზენისთვის" ევროპალიგის საგზურის შენარჩუნებაა - "ფარმაცევტები" ჩემპიონთა ლიგას ნაღდად ვეღარ წაეპოტინებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული