არიენ რობენი კონტრაქტს აგრძელებს!

AutoSharing Option
გერმანული "ბილდი", სანდო წყაროზე დაყრდნობით, ექსკლუზიურად იუწყება, რომ არიენ რობენს "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვეტილი აქვს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, 28 წლის გარემარბი რეკორდმაისტერთან ახალ ხელშეკრულებას თვის ბოლოს მოაწერს ხელს და მიუნხენში 2015 წლამდე დარჩება.

რატომ თვის ბოლოს და არა ახლავე? საქმე იმაშია, რომ "ბაიერნს" ძალიან გადატვირთული კალენდარი აქვს. ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ დღეს ბავარიელები "მარსელთან" არ წააგებენ (სტუმრად 2:0 მოიგეს) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავლენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრილის ბოლომდე რეკორდმაისტერს კვირაში ორ-ორი თამაში ექნება.

შესაბამისად, ახლა
ახალი კონტრაქტის გაფორმების დრო არავის აქვს. "ბილდის" ცნობით, შესათანხმებელია რამდენიმე უმნიშვნელო დეტალი. ასე რომ, რობენთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უკვე ფორმალობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული