3 აპრილს ჰიიპიამ ასისტენტ საშა ლევანდოვსკისთან ერთად ლევერკუზენელები პირველად ავარჯიშა და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გუნდთან ერთად გახლდათ 35 წლის მიხაელ ბალაკიც, რომელზეც დუტს ხელი საბოლოოდ ჩაქნეული ჰქონდა.
მართალია, ბალაკი თებერვლის შემდეგ ტრავმირებული
"ბილდის" ცნობით, ჰიიპია ბალაკზეც დიდ იმედებს ამყარებს და მასზე უარის თქმას არ აპირებს. დიდი შანსია, რომ ვეტერანი ნახევარმცველი მომდევნო ტურში ("ლევერკუზენი" კვირას "ჰამბურგს" ეთამაშება) განაცხადში შეიყვანოს და მოედანზეც შეუშვას.
"მიხაელ ბალაკი ძალიან გამოცდილი, გუნდისთვის უაღრესად საჭირო ფეხბურთელია, რომელიც სეზონის დარჩენილ მატჩებში ნამდვილად გამომადგება, - აღნიშნა ჰიიპიამ ვარჯიშის შემდეგ და იქვე დასძინა, - ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბალაკს ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას ვაძლევ. მხოლოდ იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში იქნებიან".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"