მარიო გომესი მიუნხენში 2016 წლამდე რჩება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა გოლეადორმა მარიო გომესმა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ამის შესახებ მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

შეგახსენებთ, რომ მარიო "ბაიერნში" 2009 წელს "შტუტგარტიდან" გადავიდა.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბაიერნი" დიდი კლუბია და აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. მიხარია, რომ კონტრაქტი გავახანგრძლივე.

დარწმუნებული ვარ, დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ძალიან მინდა, ამ გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გავხდე", - თქვა გომესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული