შინჯი კაგავა ინგლისში მიდის?

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიამ" ზაფხულში შეიძლება ერთ-ერთი უმთავრესი ფეხბურთელი, იაპონელი ნახევარმცველი შინჯი კაგავა დაკარგოს.

გერმანიის ჩემპიონატის ხელმძღვანელები საკადრო საკითხებს აქამდე უპრობლემოდ აგვარებდნენ: დაიბევეს მარკო როისი, რომელიც "დორტმუნდში" სეზონის დასრულებისთანავე გადავა, მწვრთნელ იურგენ კლოპს და ვუნდერკინდ მარიო გიოტცეს ახალი კონტრაქტები გაუფორმეს, კაგავას შემთხვევაში კი (23 წლის იაპონელს ბორუსიასთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს) დორტმუნდელები, როგორც ჩანს, უძლურები არიან!

რამდენიმე თვეა, იაპონელი ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს. "ბილდის" ინფორმაციით, კაგავა უახლოეს მომავალში საბოლოო უარს იტყვის, რადგან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ინგლისში გადასვლას გეგმავს. მას ორი
ვარიანტი აქვს: "მანჩესტერ იუნაიტედი" ან ჩელსი.

გაირკვა ისიც, რომ "ბორუსიას" შეფებმა მას საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს ორ კვირაში მოსთხოვეს. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ირწმუნებიან, რომ უარს მიიღებენ - მიუხედავად იმისა, რომ BVB-მ იაპონელს ხელფასის გაორმაგება (1.5 მილიონიდან 3 მილიონ ევრომდე) შესთავაზა.

კაგავასთვის, რომლის ანგარიშზე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი და 9 საგოლე პასია, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" იბრძვიან. შინჯის არაერთხელ უთქვამს, რომ პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს. "ბილდის" ინფორმაციით, დორტმუნდი კაგავას სანაცვლოდ, მინიმუმ, 15 მილიონ ევროს მოითხოვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული