მიროსლავ კლოზე: ევრო 2012-ს კარგ ფორმაში შევხვდები!

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრებისა და რომის "ლაციოს" თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე დარწმუნებულია, რომ ევროპის ჩემპიონატს იდეალურ ფორმაში შეხვდება - მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტრავმირებულია.

მისი თქმით, ბუნდესგუნდის მთავარმა ექიმმა ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა უთხრა, რომ გამოჯანმრთელების პროცესი მოსალოდნელზე კარგად მიდის და კლოზეს აუცილებლად ექნება იმის დრო ტურნირის დაწყებამდე, რომ ფორმა აღიდგინოს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატს ტოპ-ფორმაში მყოფი შევხვდები, - უთხრა 33 წლის ფორვარდმა "ბილდს", - სამ დღეში ერთხელ გერმანიაში დავფრინავ და დოქტორი მიულერ-ვოლფარტი მამოწმებს ხოლმე. ის და გერმანიის ნაკრების ფიზიოთერაპევტი კლაუს ედერი მეუბნებიან, რომ
გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიდის".

მირომ ტრავმა ორი კვირის წინ, "ლაციოს" ვარჯიშზე მიიღო. შეგახსენებთ, რომ იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში კლოზეს ანგარიშზე 12 გოლი და 8 საგოლე პასია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული