შეგახსენებთ, რომ დორტმუნდელები გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ბაიერნს" შეხვდებიან. ამ დროისთვის იურგენ კლოპის შეგირდები მიუნხენელებს სამი ქულით უსწრებენ.
"შვაინშტაიგერი გერმანიაში თავის ამპლუაში საუკეთესოა. მას ბრწყინვალე საფეხბურთო შესაძლებლობები გააჩნია.
ბასტიანი თამაშს უბადლოდ კითხულობს და ყველაფერი აქვს, რაც ექვსი ნომრისთვის არის საჭირო", - განაცხადა ფეხბურთელმა.