ევრო 2020-ზე საქართველო-აზერბაიჯანის კიდევ ერთი მეტოქე - გერმანია

AutoSharing Option
გერმანია აპირებს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე უეფაში თავისი კანდიდატურა წარადგინოს. გერმანიის საფეხბურთო კავშირი და მისი პრეზიდენტი ვოლფგანგ ნიერბახი ამის შესაძლებლობას განიხილავს.

სხვათა შორის, გერმანიამ არცთუ დიდი ხნის წინ, 2006 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა, რომელიც იტალიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლას საქართველო აზერბაიჯანთან ერთად აპირებს. ტურნირის მიღების უმთავრეს კანდიდატად აქამდე თურქეთი მიიჩნეოდა, რომელსაც ღია მხარდაჭერა თვით უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ გამოუცხადა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Georgia-Azermaijan-ს რატომ წერთ? როგორც წესი ანბანის მიხედვით არის ხოლმე ეგეთ დროს ჩამოთვლა.

ისე ცხადია კალაძეს ვეთანხმები, რის ჩემპიონატი, რა ჩემპიონატი. ეს გრძელი პუტინის კარიკატურა ხალხს აბოლებს. ცოტა მოქექეთ ინტერნეტში რა დაუჯდათ რუსებს ხალხის მოქრთამვა,
buxuti
18:57 11-04-2012
0

სიახლეები პოპულარული