ოტო რეჰაგელი: ბერლინის "ჰერტას" ამოცანა სულ უფრო რთულდება

AutoSharing Option
ბერლინის "ჰერტას" მთავარი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი "ფრაიბურგთან" (1:2) გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურში მარცხის შემდეგ იმედგაცრუებული იყო.

ლევან კობიაშვილის გუნდმა საშინაო მატჩში ერთი გოლი კი გაიტანა, მაგრამ ორი გაუშვა.

"წავაგეთ, მაგრამ გაგვიმართლა, რადგან ჩვენი კონკურენტებიც დამარცხდნენ. ამიტომ თამაშის შემდეგ მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც მატჩამდე იყო.

მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ამოცანა სულ უფრო რთულდება", - განაცხადა რეჰაგელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული