ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს პროკურორებმა, რომლებიც საქმეს აწარმოებენ. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება სასამართლო პროცესი.
ბრაზილიელის მიუნხენში მდებარე ვილაში ხანძარი შარშან სექტემბერში გაჩნდა. თავად ბრენო კვამლით მოიწამლა. გამოძიებამ ცეცხლის შემთხვევით გაჩენა გამორიცხა. ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელი ხანძრის განზრახ გაჩენით სადაზღვევო კომპანიისგან ფულის მიღებას ეშურებოდა.