არიენ რობენი: ძალიან მტკივნეული მარცხი იყო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" (0:1) გერმანიის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"წაგებამ ძალიან დამამწუხრა. ამის გამოსახატავად სიტყვები არ მყოფნის.

სანამ პენალტს შევასრულებდი, 100 პროცენტით ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული. ბოლო სამი წლის განმავლობაში 10 თუ 11 პენალტი დავარტყი და ყველა შედეგიანად, მაგრამ ამჯერად არ გამიმართლა.

"ბორუსიამ" წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. შეიძლება ითქვას, დორტმუნდელები უკვე ჩემპიონები არიან", - თქვა რობენმა.

მომზადებულია AP-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველ ტაიმში არ გასულა გოლი,77 წუთზე გავიდა.ერთადერთი გოლი გავიდა...
გია
19:35 12-04-2012
0

სიახლეები პოპულარული