სენეგალელი ფორვარდი ხსენებულ მატჩში მძიმედ დაშავდა. "ჰანოვერის" სამედიცინო შტაბის ოფიციალური განცხადებით, დიუფი ბუნდესლიგის ფინიშამდე დარჩენილ ოთხივე ტურს გამოტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დამთავრებულია.
"წითლებმა" მამე დიუფი იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადაიბირეს და სენეგალელი ძალიან სწრაფად გახდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი: მან "ჰანოვერის" ფორმით ჩატარებულ 15 ოფიციალურ მატჩში 10 გოლი გაიტანა.
ბერლინი თასის ფინალს არ დაკარგავს
გუშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბახმა გერმანიის თასი ბერლინში ჩაიტანა და დედაქალაქის მერ კლაუს
თასის ფინალამდე ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი და როგორც იცით, ეს მატჩი ყოველთვის ბერლინში ტარდება ხოლმე, რაც გერმანიის სხვა ქალაქების მერებმა არაერთხელ გააპროტესტეს და 2016 წლიდან DFB Pokal-ის სხვადასხვა ქალაქში ჩატარება მოითხოვეს. ნირსბახის თქმით, გერმანიის თასის ფინალისთვის ქალაქის შეცვლა, ფაქტობრივად, გამორიცხულია.
"გერმანიის თასის ფინალი ყოველთვის ბერლინში ტარდება და ეს ჩვენი ფეხბურთის სავიზიტო ბარათად იქცა. მთელ მსოფლიოში ყველამ იცის, რომ ეს დიდი ტრადიციაა, რომლის შეცვლის მიზეზი არ არსებობს," - განაცხადა ნირსბახმა.
"თასის ფინალი ბერლინში - ეს კარგი ქორწინებასავითაა. კარგი ქორწინება კი, როგორც იცით, სამუდამოა. სხვა ქალაქების მცხოვრებლების გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ გერმანიის თასის ფინალი, უბრალოდ, დედაქალაქის საკუთრებაა," - ეს კი ბერლინის მერის სიტყვებია.
შეგახსენებთ, რომ თასის ფინალი 12 მაისს გაიმართება - "ოლიმპიაშტადიონზე" ერთმანეთის წინააღმდეგ დორტმუნდის "ბორუსია" და "ბაიერნი" წარსდგებიან.
პეჟკო ნაკრებიდანაც მოკვეთეს
"კიოლნისა" და პოლონეთის ნაკრების 27 წლის ფეხბურთელ სლავომირ პეჟკოს ლოთობა ძალიან ძვირად დაუჯდა: ჯერ "კიოლნის" მთავარმა მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა ამოაგდო განაცხადიდან და გუნდის შიდა დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, ახლა კი პოლონეთის ნაკრების დამრიგებელმა ფრანჩიშეკ შმუდამაც განაცხადა, რომ პეჟკოს ევროპის ჩემპიონატის განაცხადში არ შეიყვანს.
შმუდას განცხადებას პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური დასტურიც მოჰყვა: პეჟკო ნაკრებიდან მოკვეთილია და კონტინენტის პირველობაზე, რომელიც მის საშობლოში ჩატარდება, ვეღარ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ სლავომირ პეჟკო წინა უქმეებზე ჯერ საჭესთან ნახეს მთვრალი, მერე კი ტაქსიში გადასვეს და მძღოლს ეჩხუბა. შედეგად, მან მთელი ღამე გამოსაფხიზლებელში გაატარა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"