ბაბელი ბაბელის წინააღმდეგ

AutoSharing Option
"ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა მარკუს ბაბელმა 13 აპრილს თავდამსხმელი რაიან ბაბელი დროებით გუნდიდან მოკვეთა.

39 წლის მწვრთნელის თქმით, ფორვარდი განაცხადიდან ამოშლილია და უახლოეს ორ თამაშს თვალს ტრიბუნებიდან მიადევნებს.

"ფეხბურთელების სახელებს ყურადღებას არ ვაქცევ. რაიან ბაბელი ბოლო დროს ძალიან ზარმაცობს და ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯება, რასაც ვერცერთ მოთამაშეს ვერ ვაპატიებ. ახლა მას საკმარისი დრო ექნება იმისათვის, რომ დაფიქრდეს და გონს მოეგოს," - განაცხადა ბაბელმა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მარკუსმა გუნდი
დან "ჰოფეს" სხვა ლიდერი, სეიად სალიჰოვიჩიც ასეთივე მიზეზით მოკვეთა და განაცხადში ახლაღა დააბრუნა.

შედეგი: 27 წლის სალიჰოვიჩი "ჰამბურგთან" 4:0-ზე მოგებულ შეხვედრაში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარკუსს ახლა 25 წლის რაიან ბაბელის შემთხვევაშიც ასეთივე ეფექტის იმედი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული