გერმანია. ბუნდესლიგა. XXXI ტური: "ბაიერნი" "ბორუსიას" არ ულოცავს!

AutoSharing Option
მორჩა, გათავდა: "ბორუსიას" ზედიზედ მეორე ჩემპიონობას წყალი ნაღდად აღარ გაუვა, რადგან დორტმუნდელებმა "ბაიერნთან" უმნიშვნელოვანესი გამარჯვების (1:0 გასულ ოთხშაბათს) შემდეგ რურის დიდი დერბიც მოიგეს (2:1 გელზენკირხენში). ხოლო რეკორდმაისტერმა კი მადრიდის "რეალთან" ჯახზე ფიქრში "მაინცთან" 2 ქულა დაკარგა (0:0), რაც იმას ნიშნავს, რომ ფინიშამდე სამი ტურით ადრე "დორტმუნდი" "ბაიერნს" უკვე 8 ქულით უსწრებს და მიუნხენური გრანდი ამ ჩამორჩენას ნაღდად ვეღარ ამოქაჩავს.

საკმარისია, იურგენ კლოპის გუნდმა მომდევნო ტურში "გლადბახიც" დაამარცხოს, რომ BVB სულაც ორი ტურით ადრე გაინაღდებს ჩემპიონობას.

დორტმუნდელებმა ეს თამაში რომც წააგონ,
ბოლო ორ ტურში "კაიზერსლაუტერნს" და "ფრაიბურგს" ხვდებიან და მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ დარჩენილ სამ ტურში მინიმუმ ორი ქულა, რაც ტიტულის შესანარჩუნებლად სჭირდებათ, ფაქტობრივად, განაღდებული აქვთ. ასე რომ, "დორტმუნდი" ზედიზედ მეორედ ხდება გერმანიის ჩემპიონი და 16 წლის წინანდელ მიღწევას იმეორებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ 16 წლის მანძილზე "ბაიერნი" ზედიზედ ორჯერ ჩემპიონობის გარეშე არ დარჩენილა.

ჰიონესი: "დორტმუნდი" არ არის დიდი გუნდი!
ეს ყველაფერი საკმარისი საბაბი იყო ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის, რათა კიდევ ერთხელ წამოეჭრათ დისკუსია იმის შესახებ, რომ "ბორუსია" გერმანიაში "ბაიერნის" ჰეგემონიას ამხობს და სწორედ ამ დისკუსიამ განარისხა მიუნხენური გრანდის პრეზიდენტი ული ჰიონესი, რომელსაც "მაინცთან" 0:0-ის შემდეგ დორტმუნდული კლუბი და მისი ხელმძღვანელები უკიდურესად შემოელანძღა.

"ზღაპრები, რომლებსაც "ბორუსიას" შეფი ჰერ ვატცკე ყვება, უმჯობესია, იმათ უამბოს, ვისაც ფეხბურთის არაფერი გაეგება.

მისი ზღაპრების მიხედვით, "დორტმუნდის" წლიური სახელფასო ფონდი მხოლოდ 45 მილიონია. მე ამაზე მხოლოდ მეცინება. ვატცკეს კი ვურჩევ, ფრთხილად იყოს, რადგან უკვე ძალიან კარგი შანსი აქვს, რომ ახალი ვილი ლემკე გახდეს!" - ქუხდა ჰიონესი "სქაი სპორტის" პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, რომ ვილი ლემკე ბრემენის "ვერდერის" ყოფილი მენეჯერია, რომელსაც ჰიონესი ათწლეულების მანძილზე ექიშპებოდა - ული და ვილი ერთმანეთს დღემდე ვერ იტანენ.

ულიმ კიდევ არაერთი სკანდალური ფრაზა წამოისროლა:

"მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა, ვერ დავეთანხმები ვერცერთ ექსპერტს იმაში, რომ "დორტმუნდი" უკვე ექსტრაკლასის გუნდია.

ერთადერთი, რითაც "ბორუსია" ჩვენ გვჯობია, მხოლოდ ის არის, რომ ჩვენზე უფრო დამშეული ფეხბურთელები ჰყავს, რომლებსაც მე მსოფლიო დონის მოთამაშეებს ვერანაირად ვერ ვუწოდებ! - თქვა ულიმ დორტმუნდელი ფეხბურთელების შესახებ და იქვე დასძინა, - "ბორუსიას" აქციები ნებისმიერ მფლობელს შეუძლია კედელზე გააკრას. პირადად მე კი აქციებს გავყიდი! იმიტომ, რომ ჩვენთან გამარჯვების შემდეგ ამ ქაღალდების ფასმა კი არ მოიმატა, არამედ დაეცა, რაც ძალიან ცუდი ნიშანია".

კითხვაზე, რას უნდა მიაღწიოს "დორტმუნდმა" იმისათვის, რომ ჰიონესის აღიარება მოიპოვოს, ულიმ ასე უპასუხა:

"ბორუსია" ჩემგან აპლოდისმენტებს მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა ეს გუნდი ევროსარბიელზეც მიაღწევს წარმატებას. ორი წლის წინ ევროპალიგიდან სამარცხვინოდ გამოვარდნენ; ამ სეზონში კი, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი არათუ ვერ გადალახეს, არამედ ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდნენ!"

ვატცკე: "ბაიერნთან" სპეციალურად ხომ არ წავაგებთ?
ცხადია, არც "ბორუსიას" ბოსის, ჰანს-იოახიმ ვატცკეს პასუხმა დააგვიანა.

"მე ზღაპრებს არ ვყვები და ეს ული ჰიონესმა ძალიან კარგად იცის. ჩვენ მიერ დასახელებული თითოეული ციფრი გადამოწმებადია და დარწმუნებული ვარ, ულის ბევრჯერ აქვს გადამოწმებული. დოკუმენტებში შავით თეთრზე წერია, რომ "ბაიერნის" ბიუჯეტი ჩვენსას სამჯერ აღემატება, - განუცხადა ვატცკემ "ბილდს" და დასძინა, - ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ულიმ ჭირვეულობა შეწყვიტოს? "ბაიერნთან" სპეციალურად ხომ არ წავაგებთ?"

თუმცა ვატცკეს ჰიონესთან დისკუსია არ სურს: "ეს არაფერში მჭირდება.

პირიქით, მე "ბაიერნს" ყოველთვის ვაქებ და, სხვათა შორის, იმასაც ყოველთვის და ყველგან ვამბობ, რომ რეკორდმაისტერის წარმატებები მეტწილად სწორედ ული ჰიონესის დამსახურებაა".

აურზაური რაულის გარშემო
"შალკეს" კი თავისი გასჭირვებია... "დორტმუნდთან" განცდილი უკიდურესად არასასურველი წაგების შემდეგ გელზენკირხენულ კლუბში არცთუ მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი: ერთმანეთს კლაას-იან ჰუნტელაარი და რაული წაეკიდნენ. მიზეზი ის იყო, რომ იმ დროს, როცა "შალკე" 1:0-ს იგებდა, 34 წლის რაულმა 3:2-ზე სიტუაციაში გაცილებით უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელებს, ჰუნტელაარსა და ფარფანს არ უპასა და თავად სცადა გოლის გატანა, მაგრამ "ბორუსიას" მეკარე რომან ვაიდენფელერს ბურთი თავზე ვერ გადაუგდო.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო და ვფიქრობ, რაულს პასი უნდა გაეკეთებინა. სამი-ორზე ვიყავით, მარჯვნივ ფარფანი ეხსნებოდა, მარცხნივ კი - მე. ასეთ სიტუაციაში ესპანელი ეგოისტურად მოიქცა და თავად დაარტყა, მეორე გოლი კი ვერ გავიტანეთ," - თქვა მატჩის შემდეგ ჰუნტელაარმა.

ვეტერანი გონსალეს ბლანკო მისმა ერთ-ერთმა უახლოესმა მეგობარმა, კრისტოფ მეტცელდერმაც გააკრიტიკა - უნდა დაფიქრებულიყო, ამ მომენტში პასის გაკეთება საუკეთესო გამოსავალი იყოო. "შალკეს" მენეჯერმა ჰორსტ ჰელდტმა კი უფრო კონკრეტულად თქვა, ანგარიში 2:0 რომ გამხდარიყო, დარწმუნებული ვარ, დერბის არ წავაგებდითო და ამ სიტყვებით უპრინციპულეს მატჩში განცდილი მარცხი, ფაქტობრივად, რაულს დააბრალა.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჰელდტს პუბლიკის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელის გაშვების გამართლება უნდა? შეგახსენებთ, რომ რაული "შალკეს", მინიმუმ, ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას სთხოვს, გელზენკირხენელები კი მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ. წინა კვირაში გავრცელებული ცნობების თანახმად კი, რაული ყატარში აპირებს გადასვლას.

ჰელდტი: "ერთ მატჩში სამი გოლის გატანის გამო ხუთწლიან კონტრაქტს არავის გავუფორმებ და არც ერთი მატჩის ჩაგდების გამო გადავწყვეტ რომელიმე ფეხბურთელის გაშვებას. ჩვენ კვლავაც გვსურს რაულთან კონტრაქტის გაგრძელება, ოღონდ ერთი წლით და მე მჯერა მისი მრჩევლის, რომელიც მეუბნება, არავისთან შევთანხმებულვართო".

ამასობაში ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე მართლა სერიოზულად ფიქრობს რაულის ევროპის ჩემპიონატზე წაყვანას...

მომდევნო ტური
20 აპრილი. მაინცი-ვოლფსბურგი.
21 აპრილი. ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი, ვერდერი-ბაიერნი, ნიურნბერგი-ჰამბურგი, ჰერტა-კაიზერსლაუტერნი, კიოლნი-შტუტგარტი, ბორუსია (დ)-ბორუსია (მ).
22 აპრილი. აუგსბურგი-შალკე, ჰანოვერი-ფრაიბურგი.

31-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)
ფეხბურთელი კლუბი ს. მ. რ.
1. სიმონ იენტცში აუგსბურგი 1
2. სერდარ ტასკი შტუტგარტი 2
3. კრისტიან ფუხსი შალკე 6
4. კრისტიან გენტნერი შტუტგარტი 2
5. გეორგ ნიდერმაიერი შტუტგარტი 2
6. დანიელ დიდავი ნიურნბერგი 2
7. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 4
8. ხუან არანგო ბორუსია (მ) 4
9. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 3
10. თუნაი თორუნი ჰერტა 2
11. მარკო როისი ბორუსია (მ) 8

შენიშვნა: ს. მ. რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა

ტურის გმირი
მარკო როისი (ბორუსია /მ/, V)

საუკეთესო ფეხბურთელები
31 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.55
2. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.67
3. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.69
4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.72
5. რონ-რობერტ ცილერი ჰანოვერი 2.76
6. სებასტიან კელი ბორუსია (დ) 2.76
7. ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 2.76
8. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.78
9. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.79
10. როელ ბრუვერსი ბორუსია (მ) 2.79

გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 29 24 11 35
2. მარიო გომესი ბაიერნი 30 25 3 28
3. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 31 20 8 28
4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 30 11 17 28
5. მარკო როისი ბორუსია (მ) 29 16 10 26
6. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 29 17 8 25
7. კლაუდიო პისარო ვერდერი 26 16 9 25
8. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 26 17 7 24
9. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 28 12 9 21
10. მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 29 12 8 20

XXXI ტური

შტუტგარტი-ვერდერი 4:1
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - საკაი, ტასკი, ნიდერმაიერი, მოლინარო - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი (86. კაკაუ), ჰაინალი (80. ოკაზაკი), შიბერი (90. ტრაორე) - იბიშევიჩი.
ვერდერი (4-2-3-1): ვიზე - ფრიტცი, აფოლტერი (58. ფიულკრუგი), სოკრატისი, შმიტცი - იგნიოვსკი, ნალდო - მარინი (58. თრაიბული), პისარო, იუნუზოვიჩი - როზენბერგი.
გოლები: 0:1 როზენბერგი (25), 1:1 გენტნერი (37), 2:1 ჰარნიკი (45+1), 3:1 ჰარნიკი (53), 4:1 კაკაუ (89)
გაფრთხილება: ნიდერმაიერი - შმიტცი, სოკრატისი, ფრიტცი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 18-24; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 18(8)-9(3); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 59 000

შალკე-ბორუსია (დ) 1:2
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა (86. მარიკა), პაპადოპულოსი, მეტცელდერი, ფუხსი - მორიტცი (68. ჰიოგერი), ჯონსი - ფარფანი, რაული, დრაქსლერი (71. პუკი) - ჰუნტელაარი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, ფელიპე სანტანა, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი, ს. ბენდერი (46. კელი) - ბლაშჩიკოვსკი (81. პერიშიჩი), კაგავა, გროსკროიტცი (89. ოვომოიელა) - ლევანდოვსკი.
გოლები: 1:0 ფარფანი (9), 1:1 პიჟჩეკი (17), 1:2 კელი (63)
გაფრთხილება: ფარფანი, ფუხსი, ჯონსი - კელი, შმელცერი
კუთხური: 13-5; ჯარიმა: 19-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16(14)-14(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 61 673

ჰამბურგი-ჰანოვერი 1:0
ჰამბურგი (4-2-2-1-1): დრობნი - ბრუმა, მანსიენი, ვესტერმანი, აოგო - იაროლიმი, რინკონი - ილიჩევიჩი (72. სალა), იანსენი - სონი (90. არსლანი) - ბერგი (87. ტეშე).
ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, პანდერი - პინტუ (86. ლალა), კ. შულცი (46. ზობიხი) - შმიდებახი, რაუში - შლაუდრაფი (68. შტოპელკამპი) - ია კონანი.
გოლი: 1:0 სონი (12)
გაფრთხილება: იაროლიმი, სალა - ჰაგი, პინტუ
კუთხური: 8-3; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 15(8)-7(1); ბურთის ფლობა: 47%-54%.
მაყურებელი: 57 000

კაიზერსლაუტერნი-ნიურნბერგი 0:2
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ზიპელი - კირხი, აბელი, იაია (84. როდნი), ბუგერა - დე ვიტი - დერშტროფი (59. ვაგნერი), ტიფერტი (46. პეცოსი), ფორტუნისი, შაჰანი - სუკუტა-პასუ.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, მარო, ვოლშაიდი, პინოლა - სიმონსი, ბალიტში - მაკი (69. ფოილნერი), დიდავი (85. კოენი), ფრანტცი (60. ჰეგელერი) - პეკჰარტი.
გოლები: 0:1 დიდავი (42), 0:2 პეკჰარტი (73)
გაფრთხილება: ტიფერტი, დერშტროფი, ფორტუნისი - ჩენდლერი, სიმონსი, პეკჰარტი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 11-17; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 16(5)-12(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 42 552

ვოლფსბურგი-აუგსბურგი 1:2
ვოლფსბურგი (4-2-2-2): ბენალიო - ჰასებე, რუსი, მადლუნგი, როდრიგესი - პოლაკი (87. ტრეში), ირჟაჩეკი (46. სიო/80. პოლტერი) - მ. შეფერი, ვიერინია - ჰელმესი, მანჯუკიჩი.
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი, დავიდსი - ჰოსოგაი (46. სინკალა), ბაიერი (57. მორავეკი) - ვერნერი (82. რაინჰარდტი), კოო, ბელინგჰაუზენი - იორლი.
გოლები: 0:1 იორლი (13), 1:1 ჰელმესი (27), 1:2 ს. ლანგკამპი (88)
გაფრთხილება: მანჯუკიჩი, ჰელმესი, ბენალიო - ბაიერი, ბელინგჰაუზენი
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 32-20; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 23(10)-9(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 25 143

ლევერკუზენი-ჰერტა 3:3
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - კასტრო, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - როლფესი, რაინარტცი - ბარნეტა (81. იესილი), ორტეგა (85. ბელარაბი), შიურლე (61. დერდიოკი) - კისლინგი.
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - ლელი, ნიმაიერი, ბასტიანსი, კობიაშვილი - ოტლი, პერდედაი (54. ლასოგა) - რუკავიტსია, რაფაელი, ბენ-ჰატირა (54. თორუნი) - რამოსი (81. მორალესი).
66-ე წუთზე როლფესმა (ლევერკუზენი) ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
გოლები: 1:0 შიურლე (44), 2:0 კისლინგი (51), 2:1 ლასოგა (62), 2:2 თორუნი (71), 2:3 თორუნი (77), 3:3 კისლინგი (84)
გაძევება:Lკობიაშვილი (65. ჰერტა)
გაფრთხილება: რაინარტცი - პერდედაი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 14-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 17(7)-17(8); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 29 704

ბაიერნი-მაინცი 0:0
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, ბადშტუბერი, კონტენტო - ტიმოშჩუკი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი (79. კროოსი), ალაბა (46. რიბერი) - ოლიჩი (61. გომესი).
მაინცი (4-4-2): ჰ. მიულერი - პოსპეხი, კირხჰოფი, ნოვესკი, ზაბავნიკი - ნ. მიულერი (74. ბუნგერტი), ბაუმგარტლინგერი (61. პოლანსკი), სოტო, მ. კალიჯური - სალაი, ივანშიტცი (57. ჩუპო-მოტინგი).
გაფრთხილება: ბადშტუბერი - ნ. მიულერი
კუთხური: 13-4; ჯარიმა: 5-14; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 14(2)-5(0); ბურთის ფლობა: 77%-23%.
მაყურებელი: 69 000

ბორუსია (მ)-კიოლნი 3:0
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - შტრანცლი, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი (44. იანჩკე) - ჰერმანი (65. რინგი), არანგო - ჰანკე (77. დე კამარგო), როისი.
კიოლნი (4-2-2-1-1): რენზინგი - ბრეჩკო, სერენო (68. მაკენა), ჟერომელი, აიხნერი - ლანიგი, რიტერი - პეჟკო (58. როში), კლემენსი (77. იაიალო) - პოდოლსკი - ნოვაკოვიჩი.
გოლები; 1:0 არანგო (19), 2:0 იანჩკე (53), 3:0 როისი (55)
გაფრთხილება: დანტე - ჟერომელი, პოდოლსკი
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 16(8)-8(1); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 52 990

ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 0:0
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - შმიდი, გიტერი, დიანიე, ზორგი - მაკიადი, ფლუმი - გუედე (72. რაიზინგერი), დ. კალიჯური - დემბელე (59. როზენტალი), ფრაისი (87. სანტინი).
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - ვილიამსი, რუდი - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი, რობერტო ფირმინიო (49. ბაბელი) - შიპლოკი (78. მლაპა).
გაფრთხილება: დემბელე - რუდი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 21-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10(2)-7(0); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 23 500

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 31 22 6 3 69-23 72
2. ბაიერნი 31 20 4 7 69-20 64
3. შალკე 31 18 3 10 66-41 57
4. ბორუსია (მ) 31 16 8 7 46-22 56
5. შტუტგარტი 31 14 7 10 59-41 49
6. ლევერკუზენი 31 12 9 10 46-43 45
7. ჰანოვერი 31 11 11 9 39-43 44
8. ვერდერი 31 11 9 11 45-50 42
9. ჰოფენჰაიმი 31 10 11 10 38-40 41
10. ვოლფსბურგი 31 12 4 15 42-56 40
11. ნიურნბერგი 31 11 5 15 33-42 38
12. მაინცი 31 9 10 12 47-48 37
13. ფრაიბურგი 31 9 9 13 41-56 36
14. ჰამბურგი 31 8 10 13 34-55 34
15. აუგსბურგი 31 7 12 12 34-48 33
16. კიოლნი 31 8 5 18 36-66 29
17. ჰერტა 31 6 10 15 34-57 28
18. კაიზერსლაუტერნი 31 3 11 17 19-46 20

ბომბარდირები
25 - გომესი (ბაიერნი); 24 - ჰუნტელაარი (შალკე); 20 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 17 - ჰარნიკი (შტუტგარტი), პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი), როისი (ბორუსია /მ/).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული