ტურნირის ნახევარფინალის პირველ მატჩში მიუნხენელებმა მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხეს.
"რეალი" ძალიან საშიში მეტოქეა, ეს კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. მიუხედავად ამისა, ყველამ ვნახეთ, რომ "რეალთან" წარმატებით თამაში შეგვიძლია. ჩვენი გუნდის ფინალში გასვლას შესაძლებლად მივიჩნევ.
რაც შეეხება ჩემ წინააღმდეგ მარსელოს მოქმედებებს, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის მხოლოდ ჩემთვის ფეხის ჩარტყმაზე ფიქრობდა", - განაცხადა მიულერმა.