თომას მიულერი: მარსელო მხოლოდ ჩემთვის ფეხის ჩარტყმაზე ფიქრობდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი თომას მიულერი მისი გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას შესაძლებლად მიიჩნევს.

ტურნირის ნახევარფინალის პირველ მატჩში მიუნხენელებმა მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხეს.

"რეალი" ძალიან საშიში მეტოქეა, ეს კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. მიუხედავად ამისა, ყველამ ვნახეთ, რომ "რეალთან" წარმატებით თამაში შეგვიძლია. ჩვენი გუნდის ფინალში გასვლას შესაძლებლად მივიჩნევ.

რაც შეეხება ჩემ წინააღმდეგ მარსელოს მოქმედებებს, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის მხოლოდ ჩემთვის ფეხის ჩარტყმაზე ფიქრობდა", - განაცხადა მიულერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული