"შტუტგარტის" ცენტრალური მცველი მატიო დელპიერი ზაფხულიდან კარიერას "ჰოფენჰაიმში" გააგრძელებს - "სოფლელები" 30 წლის ფრანგს ხელში უფასოდ ჩაიგდებენ, რადგან ამ უკანასკნელს შვაბებთან კონტრაქტი უმთავრდება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას კი არ აპირებს. დელპიერი "ჰოფენჰაიმთან" კონტრაქტს 2014 წლამდე გააფორმებს.
მატიო დელპიერი "შტუტგარტში" 2004/05 წლების სეზონში ფრანგული "ლილიდან" გადავიდა და ჯოვანი ტრაპატონის მწვრთნელობის პერიოდში გუნდის დაცვის ბურჯად ჩამოყალიბდა. 2007 წელს დელპიერი შვაბებთან ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"