რაული: "შალკე" მუდამ ჩემს გულში იქნება

AutoSharing Option
გელზენკირხენის "შალკეს" ესპანელმა ფეხბურთელმა რაულმა სეზონის დასრულების შემდეგ გუნდიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

ფეხბურთელმა, ასევე, სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა.

"ჩემს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღე, "შალკეს" ვტოვებ. ამის გაკეთება ძალიან ძნელი იყო. მინდა კლუბს, პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო მათი მოთმინებისთვის. ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპას დავტოვებ. მე და ჩემი აგენტი ყველა შეთავაზებას განვიხილავთ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღეთ. შემდეგ უკვე გავაცხადებ ჩემი ახალი კლუბის სახელს. ეს არ იქნება ძალიან ძლიერი ჩემპიონატი.

ჩემი გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. დღეს ძალიან კარგ
ფორმაში ვიმყოფები, რომ უმაღლეს ლიგაში ვითამაშო, მაგრამ მომავლის განჭვრეტა არავის შეუძლია. ჩემს გადაწყვეტილებაზე ოჯახმა იმოქმედა. ბუნდესლიგაში იმის დროს არ გაძლევენ, რომ ოჯახთან ურთიერთობა გქონდეს. ოჯახთან ახლოს ყოფნის შესაძლებლობა გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ჩემპიონატის არჩევისას.

მინდა კლუბს, მთავარ მწვრთნელს და სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო. აქ შესანიშნავი ორი წელი გავატარე. "შალკე" მუდამ ჩემს გულში იქნება.

ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს. ისინი აქ განსაკუთრებულნი არიან. ფანები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ და პატივს მცემდნენ. "შალკე" ყოველთვის" იქნება ჩემი ცხოვრების ნაწილი", - თქვა რაულმა.

რაულის შეძენის მსურველი მართლაც ბევრია. Marca-ს ცნობით, რაული ზაფხულში ყატარის "ალ-ახლში" გადავა, რომელთანაც 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გარდა ამისა, ესპანელს შეთავაზება ჰქონდა ამერიკულ კლუბ "სიეტლ საუნდერსიდან". 2011 წლის აგვისტოში კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს რაული მახაჩყალის "ანჟისთან" აპირებდა ხელშეკრულების გაფორმებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული