ფრენკ რიბერი და არიენ რობენი თანაგუნდელებმა გააშველეს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველებს, ფრენკ რიბერის და არიენ რობენს ბოლო დროს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

ისინი მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის მატჩში ერთმანეთს კვლავ წაეკამათნენ.

ერთ-ერთ ეპიზოდში ფრანგ და ჰოლანდიელ ფეხბურთელებს შორის ცხარე კამათი გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა შეესრულებინა საჯარიმო დარტყმა. შემდეგ კი გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ლამის იჩხუბეს. დაპირისპირება მხოლოდ თანაგუნდელების ჩარევამ აღკვეთა.

მომხდარის შემდეგ ორივე მოთამაშე კლუბის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ წარმომადგენელთან დაიბარეს. ფეხბურთელებს კატეგორიულად მოსთხოვეს, გუნდის ინტერესები საკუთარზე მაღლა დააყენონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული