არიენ რობენმა ტურინის "იუვენტუსის" წინადადებას SMS-ით უპასუხა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არიენ რობენმა, რომელიც ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტი გახდება, ტურინის "იუვენტუსში" გადასვლაზე უარი განაცხადა.

"ბიანკონერი" ჰოლანდიელ ფეხბურთელს სამწლიან კონტრაქტს და წელიწადში 5 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა რობენი ტურინელების წინადადებას არ დათანხმდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ეს მოკლე ტექსტური შეტყობინებით გააკეთა.

ადრე ვრცელდებოდა ცნობა, თითქოს რობენი მიუნხენურ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებდა.

მომზადებულია Bild-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რობენ წადი რა ჯეირანი ეთამაშე რიბერის :. მოვიდა ჰუმელსი :
nika
01:18 21-04-2012
0

სიახლეები პოპულარული