მიონხენგლადბახის "ბორუსია" გლადბახი გრანიტ ჯაკას მოურიგდა

AutoSharing Option
მიონხენგადლაბახის "ბორუსიამ" "ბაზელის" უნიჭიერესი ნახევარმცველისკენ, გრანიტ ჯაკასკენ პირველი ნაბიჯი გადადგა: გავრცელებული და ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის შვეიცარიელი თანახმაა, მომავალი სეზონიდან "გლადბახში" იასპარეზოს.

ახლა უკვე კლუბები უნდა შეთანხმდნენ და ცნობილია, რომ "ბაზელი" თანახმაა, ერთ-ერთი ლიდერი გაყიდოს. რამდენად უღირს "გლადბახს" ჯაკა - საკითხავი ახლა ეს არის.

"ჩემთვის ყველაფერი ცხადია, - უთხრა ჯაკამ "ბაზლერ ცაითუნგს", - ახლა კლუბები უნდა შეთანხმდნენ. იმედია, მოლაპარაკებები წარმატებით დამთავრდება და კარიერას "გლადბახში" გავაგრძელებ. ეს ჩემთვის კარიერის ახალი ეტაპი და უდიდესი გამოწვევა იქნება".

გრანიტ ჯაკას "ბაზელთან" კონტრაქტი
2015 წლამდე აქვს გაფორმებული და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შვეიცარიული გრანდი მის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს ითხოვს.

"გლადბახს" ფული აქვს, რადგან მარკო როისის ტრანსფერი ("დორტმუნდში" გადადის) 17.1 მილიონ ევროს მოუტანს, დანტეს ტრანსფერი კი ("ბაიერნში" გადადის) - 5 მილიონს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული