კარლ-ჰაინც რუმენიგე: დორტმუნდის "ბორუსიამ" გერმანიის ჩემპიონის წოდება დაიმსახურა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მმართველობის წარმომადგენელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ, დორტმუნდის "ბორუსიას" გერმანიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.

დორტმუნდელებმა ჩემპიონობა 21 აპრილს მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" საშინაო მატჩის შემდეგ გაინაღდეს, რომელიც მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

"ბოირუსიამ" კარგი სეზონი ჩაატარა, ისინი მაღალი კლასის დემონსტრირებას ახდენდნენ და სტაბილურად თამაშობდნენ. დორტმუნდელებმა გერმანიის ჩემპიონის წოდება დაიმაახურეს. "ბაიერნი" დორტმუნდელთა მოთამაშეებს, მწვრთნელებს და ხელმძღვანელობას გამარჯვებას ულოცავს", - განაცხადა რუმენიგემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული