ზუსტად ისე, როგორც შარშან, BVB-მ ჩემპიონობა წელსაც 32-ე ტურში გაინაღდა - თუკი შარშან ეს "ნიურნბერგთან" 2:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ მოხდა, წელს დორტმუნდელებმა "ვერცხლის სინი" "გლადბახთან" 2:0-ით გაიფორმეს.
ბოლო 16 წლის მანძილზე პირველად მოხდა ისე, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ზედიზედ მეორე სეზონში დარჩა ტიტულის გარეშე და კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რომ "ბაიერნს" ეს 16 წლის წინაც დორტმუნდის "ბორუსიამ" გაუკეთა - იურგენ კლოპმა და მისმა შეგირდებმა ბავარიული გრანდი კიდევ ერთხელ დატოვეს "სინის" გარეშე.
რატომ?
BVB-ს ჩემპიონობა აბსოლუტურად ლოგიკურია. რატომ? "ბორუსია" არა მარტო მთელი სეზონის მასშტაბითაა საუკეთესო გერმანული კლუბი, არამედ მეორე წრეშიც პირველია (13 მოგება, 2 ფრე, არცერთი მარცხი) და როგორც სახლში, ისე სტუმრად ჩატარებულ მატჩებშიც ყველაზე უკეთ გამოიყურება.
გარდა ამისა, კლოპის გუნდმა "ბაიერნს" ამ სეზონში ორივე დუელი მოუგო (ორივეჯერ 1:0) და სხვათა შორის, ასევე ორივე დუელი მოუგო მოსისხლე მტერსა და მესამეადგილოსან "შალკესაც" (2:0, 2:1). ესეც რომ არ იყოს, "ბორუსიას" "ბაიერნთან" ერთად საუკეთესო წინა ხაზი (71 გოლი) ჰყავს.
"გლადბახთან" კი დორტმუნდელებმა ბუნდესლიგის ზედიზედ 26-ე თამაში არ წააგეს, რაც აბსოლუტური რეკორდია (უკანასკნელი მარცხი: 18 სექტემბერს, 1:2 ჰანოვერში). იმასაც გაგახსენებთ, რომ მე-6 ტურის შემდეგ "დორტმუნდი" მე-11 ადგილზე იყო და იმდროინდელ ლიდერ "ბაიერნს" 8 ქულით ჩამორჩებოდა. ახლა კი "შავ-ყვითლები" პირველები არიან და მათ პირველობას არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება - "დორტმუნდმა" ჩემპიონობა ფინიშამდე ორი ტურით ადრე გაიფორმა.
"შარშანდელი ჩემპიონობა ხომ უდიდესი სიურპრიზი იყო, მაგრამ წლევანდელი კიდევ უფრო მეტად დაუჯერებელია, რადგან ცნობილია, რომ ტიტულის მოგება უფრო ადვილია, ვიდრე მისი შენარჩუნება. ამაში მეც დავრწმუნდი: ჩემპიონობა წელს უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე შარშან.
ზედიზედ მეორე ჩემპიონობით რაღაც გრანდიოზულს მივაღწიეთ და ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ, როგორ ვამხობთ გერმანიაში "ბაიერნის" ჰეგემონიას," - ეს დორტმუნდელთა მეკარისა და ვიცე-კაპიტნის, რომან ვაიდენფელერის სიტყვებია.
"ამ დღეებში დორტმუნდში ისეთი ამბები იქნება, მსგავსს მარტო გერმანია კი არა, მთელი მსოფლიო ვერ წარმოიდგენს. ზეიმს მხოლოდ ერთი დღე არ ვაპირებ... იურგენ კლოპსაც პირდაპირ ვეტყვი, რომ ოთხშაბათამდე ვეღარ მნახავს," - ყვიროდა საფინალო სასტვენის შემდეგ კევინ გროსკროიტცი.
რაკი "ბაიერნმა" ბრემენში მოიგო, დორტმუნდელებს ჩემპიონობის გასაფორმებლად "გლადბახთან" გამარჯვება დასჭირდათ და სამი ქულის მოპოვება არც გაუჭირდათ - კლოპის გუნდმა ივან პერიშიჩისა და შინჯი კაგავას გოლებით გაიმარჯვა.
ყველა დროის საუკეთესო ჩემპიონი?
"ბუნდესლიგის ისტორიაში თუკი რომელიმე კლუბზე ითქმის, დამსახურებული ჩემპიონიაო, პირველ რიგში, აი, ამ გუნდზე! - თვალები უბრწყინავდა კლოპს და ხელს შეგირდებისკენ იშვერდა, - სიტყვები არ მყოფნის იმაზე სასაუბროდ, რაც ჩემმა ბიჭებმა ამ სეზონში შეძლეს. არაჩვეულებრივი სეზონი გამოდგა, რადგან არაჩვეულებრივი გუნდი მყავს."
საფინალო სასტვენის შემდეგ პირველი არაჩვეულებრივი მოვლენა ის იყო, რომ გროსკროიტცმა "სქაის" რეპორტიორს მიკროფონი გამოსტაცა და ჩაჰყვირა, გერმანიის ჩემპიონი ისევ დორტმუნდის "ბორუსიააო". მერე იყო ტრადიციული ლუდის შხაპი და სიხარულით გამოწვეული საგიჟეთი...
"დორტმუნდს", ფინიშამდე ორი ტურით ადრე, ახლა 75 ქულა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლოპის ბიჭები მორიგ სუპერრეკორდს უმიზნებენ: საქმე იმაშია, რომ თუ "ბორუსია" დარჩენილ ორ მატჩსაც (კაიზერსლაუტერნში და "ფრაიბურგთან") მოიგებს, 81 ქულით ყველა დროის საუკეთესო ჩემპიონი იქნება. ახლა ამ რეკორდს მიუნხენის "ბაიერნი" ფლობს - გერმანიის ჩემპიონის ყველა დროის საუკეთესო შედეგი 79 ქულაა, რაც რეკორდმაისტერმა 70-იან წლებში მოახერხა.
დორტმუნდელებმა ჩემპიონობა გუშინ "ვერცხლის სინის" ასლებით იზეიმეს, ოფიციალურ "სინს" კი ბოლო ტურში, "ფრაიბურგთან" საშინაო მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ ჩაიბარებენ. ზედიზედ მეორე ჩემპიონობის ოფიციალური საზეიმო ცერემონიალი კი 13 მაისს, გერმანიის თასის ფინალის (დორტმუნდი-ბაიერნი) მეორე დღეს გაიმართება და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ კლოპი და მისი შეგირდები ფანების წინაშე ორი ტიტულით წარსდგნენ.
ბერლინელებს სულ არ რცხვენიათ...
"ჰერტა" "კაიზერსლაუტერნთანაც" დამარცხდა! იმ "კაიზერსლაუტერნთან", რომელსაც აქამდე 21-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, ბოლო ადგილზე უიმედოდ იყო და რომელმაც სწორედ ამ გამარჯვების (?!) შემდეგ გაინაღდა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითება.
დისკვალიფიცირებული ლევან კობიაშვილის გარეშე დარჩენილმა ბერლინელებმა კრასიმირ ბალაკოვის უსუსურ გუნდთანაც ვერ აიღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ქულები და თუ გადარჩენის შანსი კიდევ შერჩათ, მხოლოდ იმიტომ, რომ "კიოლნიც" დიდი ბედოვლათი გუნდია. სარელეგაციო მე-16 ადგილზე მყოფმა "თხებმა" "შტუტგარტთან" 1:1Lითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ჰერტა" "კიოლნს" 2 ქულით ჩამორჩება და კობის და კომპანიას კიოლნელების უკან მოტოვება ჯერ კიდევ შეუძლიათ.
დარჩენილ ორ ტურში "ჰერტა" ჯერ "შალკეს" სტუმრობს, ბოლოს კი "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს; "კიოლნი" მომდევნო ტურში ფრაიბურგში ჩადის, ბოლოს კი "ბაიერნს" უმასპინძლებს.
"სანამ გადარჩენის შანსი არსებობს, არ დავნებდებით. ახლა უკვე ბოლო ორი თამაშის მოგებაზე ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ "კიოლნი" კიდევ წაიფორხილებს," - თქვა მატჩის შემდეგ ოტო რეჰაგელმა.
ევროპალიგის საგზურებისთვის ბრძოლა კი განიმუხტა. "შტუტგარტი" "კიოლნთან" 1:1-ის შემდეგ მეხუთე ადგილზეა და საუკეთესო შვიდეულში მოხვედრა უკვე გარანტირებული აქვს. "ლევერკუზენმა" "ჰოფენჰაიმს" უშუალო დუელი მოუგო (1:0), რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპალიგის საგზური "ბაიერმაც" გაიფორმა.
სარეკორდო ჯარიმა რიბერის
ფრანგი რობენთან ჩხუბისთვის 50 000 ევროს გადაიხდის
წინა კვირაში გაცნობეთ, რომ მადრიდის "რეალთან" მატჩის დროს, კერძოდ კი შესვენებაზე, "ბაიერნის" გასახდელში ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა იჩხუბეს. კინკლაობა ფრანგმა ფეხბურთელმა დაიწყო და ჩვენი გერმანელი კოლეგები იმასაც ეჭვობდნენ, მატჩის შემდეგ ჰოლანდიელს ყვრიმალი რომ ჰქონდა გახეთქილი - ეს სწორედ რიბერის ნახელავი იყოო, რაც ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ არიენმა და ფრანკმა მართლაც იჩხუბეს. ახლა კი გაირკვა, რომ "ბაიერნი" ამ ინციდენტის გამო რიბერის სარეკორდო თანხით აჯარიმებს: ფრანგ გარემარბს 50 000 ევროს გადახდა მოუწევს.
ბუნდესლიგა. XXXII ტური
მაინცი-ვოლფსბურგი 0:0
მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - პოსპეხი, კირხჰოფი, ნოვესკი, ზაბავნიკი (68. მ. კალიჯური) - პოლანსკი (83. ბაუმგარტლინგერი), სოტო - ჩუპო-მოტინგი, ზიდანი, ივანშიტცი (46. ალაგუი) - სალაი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ჰასებე (46. ტრეში), რუსი, მადლუნგი, როდრიგესი - პოლაკი, მ. შეფერი - დეჟაგა, ირჟაჩეკი (46. ჯონსონი), ვიერინია - მანჯუკიჩი.
გაფრთხილება: მადლუნგი
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15(8)-11(3); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 31 069
ჰოფენჰაიმი-ლევერკუზენი 0:1
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): შტარკე - ბეკი, ვესტერგაარდი, კომპერი, ჯონსონი - ვაისი, რუდი - ვუკჩევიჩი, სალიჰოვიჩი, ბაბელი (67. მლაპა) - შიპლოკი (81. მუსონა).
ლევერკუზენი (4-3-3): ლენო - ჩორლუკა, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - კასტრო, ლ. ბენდერი (59. ბალაკი), ბარნეტა - ორტეგა (83. ოჩიპკა), კისლინგი, შიურლე (89. კორი).
86-ე წუთზე სალიჰოვიჩმა (ჰოფენჰაიმი) ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი (მეკარე)
გოლი: 0:1 შიურლე (79)
გაფრთხილება: ბეკი
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15(3)-10(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 28 150
ვერდერი-ბაიერნი 1:2
ვერდერი (4-1-2-1-2): ვიზე - ა. სტევანოვიჩი, აფოლტერი, ნალდო, შმიტცი - თრაიბული - იუნუზოვიჩი, ჰანტი - ტრინკსი (68. არნაუტოვიჩი) - როზენბერგი (81. ფიულკრუგი), პისარო.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ტიმოშჩუკი, ლუის გუსტავო, კონტენტო - პრანიჩი (64. კროოსი), შვაინშტაიგერი - უსამი, თ. მიულერი, ოლიჩი (64. რიბერი) - პეტერსენი (70. გომესი).
გოლები: 1:0 ნალდო (51), 1:1 ნალდო (75-საკ. კარში), 1:2 რიბერი (90)
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 16(4)-15(6); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 42 100
ნიურნბერგი-ჰამბურგი 1:1
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, მარო, ვოლშაიდი, პინოლა - ბალიჩი (66. ფოილნერი), სიმონსი - მაკი (77. ჰეგელერი), დიდავი, ფრანტცი (66. ბუნიაკუ) - პეკჰარტი.
ჰამბურგი (4-2-2-2): დრობნი (23. ნოიჰაუსი) - ბრუმა, მანსიენი, ვესტერმანი, აოგო - იაროლიმი (57. კაჩარი), რინკონი - ილიჩევიჩი, იანსენი - სონი (84. პეტიტი), ბერგი.
გოლები: 0:1 სონი (59), 1:1 დიდავი (64)
გაფრთხილება: იაროლიმი
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13(6)-7(4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 45 873
ჰერტა-კაიზერსლაუტერნი 1:2
ჰერტა (4-1-2-1-2): კრაფტი - ლელი, ნიმაიერი, ბასტიანსი, ჰოლანდი - ოტლი - თორუნი (46. ებერტი), რუკავიცა (66. რონი) - რაფაელი - ლასოგა, რამოსი (46. პერდედაი).
კაიზერსლაუტერნი (4-1-4-1): ზიპელი - დიკი, აბელი, როდნი, ბუგერა - კირხი - შაჰანი, დე ვიტი (82. პეცოსი), ბორისიუკი (92. იაია), ფორტუნისი - ვოოტენი (90. ვაგნერი).
გოლები: 0:1 კირხი (27), 0:2 ვოოტენი (38), 1:2 ნიმაიერი (60)
გაძევება: ნიმაიერი (77. ჰერტა)
გაფრთხილება: ებერტი - ბორისიუკი, კირხი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 11(4)-15(8); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 51 461
კიოლნი-შტუტგარტი 1:1
კიოლნი (4-2-3-1): რენზინგი - ბრეჩკო, მაკენა, ჟერომელი, აიხნერი - ლანიგი, რიტერი - პეჟკო (79. როში), იაიალო (79. პეცონი), კლემენსი - პოდოლსკი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - საკაი, ნიდერმაიერი, ტასკი (82. მასა), მოლინარო - კვისტი, გენტნერი - ჰარნიკი (69. ოკაზაკი), ჰაინალი, შიბერი (57. კაკაუ) - იბიშევიჩი.
გოლები: 1:0 პეჟკო (50), 1:1 კაკაუ (71)
გაფრთხილება: ნიდერმაიერი, ჰარნიკი
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 12-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 19(4)-11(4); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 50 000
ბორუსია (დ)-ბორუსია (მ) 2:0 (იხილეთ ვიდეო)
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიჟჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (73. ლაიტნერი), კელი - ბლაშჩიკოვსკი (88. ს. ბენდერი), კაგავა (73. გიოტცე), პერიშიჩი - ლევანდოვსკი.
ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - შტრანცლი, ბრუვერსი, დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, იანჩკე - ჰერმანი (64. რინგი), არანგო (69. ვენდტი) - როისი, ჰანკე.
გოლები: 1:0 პერიშიჩი (23), 2:0 კაგავა (59)
გაფრთხილება: კაგავა - შტრანცლი
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 14-8; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 18(8)-4(1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 80 720
აუგსბურგი-შალკე 1:1
აუგსბურგი (4-2-3-1): იენტცში - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, ს. ლანგკამპი, ოსტრცოლეკი - ბაიერი (76. მორავეკი), ჰოსოგაი - მ. ნდიენგი (86. კაპლანი), კოო, ბელინგჰაუზენი (88. ვერნერი) - იორლი.
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - უჩიდა, მატიპი, მეტცელდერი (45+1. ესკუდერო), ჰიოვედესი - ჯონსი, ჰოლტბი - ფარფანი (84. ჰიოგერი), რაული (90. პუკი), ობასი - ჰუნტელაარი.
გოლები: 1:0 ს. ლანგკამპი (6), 1:1 ჰუნტელაარი (6)
გაფრთხილება: ბაიერი, კალსენ-ბრაკერი, იორლი, ჰოსოგაი - მეტცელდერი, ჯონსი, მატიპი
კუთხური: 5-1; ჯარიმა: 14-20; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 15(6)-5(2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 30 660
ჰანოვერი-ფრაიბურგი 0:0
ჰანოვერი (4-1-2-1-2): ცილერი - ჩერუნდოლო, ჰაგი, პოგატეცი, პანდერი - შმიდებახი - შტინდლი, რაუში - შლაუდრაფი (75. კარლიტოსი) - აბდელაუ (61. ზობიხი), ია კონანი.
ფრაიბურგი (4-2-2-1-1): ბაუმანი - შმიდი, გინტერი, დიანიე, ზორგი - გუედე (75. ჰიონი), მაკიადი - პუცილა (72. იენდრიშეკი), დ. კალიჯური - როზენტალი - ფრაისი (89. სანტინი).
გაფრთხილება: რაუში - ფრაისი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 17(5)-11(3); ბურთის ფლობა: 57%-43%.
მაყურებელი: 48 000
სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 32 23 6 3 71-23 75
2. ბაიერნი 32 21 4 7 71-21 67
3. შალკე 32 18 4 10 67-42 58
4. ბორუსია (მ) 32 16 8 8 46-24 56
5. შტუტგარტი 32 14 8 10 60-42 50
6. ლევერკუზენი 32 13 9 10 47-43 48
7. ჰანოვერი 32 11 12 9 39-43 45
8. ვერდერი 32 11 9 12 46-52 42
9. ჰოფენჰაიმი 32 10 11 11 38-41 41
10. ვოლფსბურგი 32 12 5 15 42-56 41
11. ნიურნბერგი 32 11 6 15 34-43 39
12. მაინცი 32 9 11 12 47-48 38
13. ფრაიბურგი 32 9 10 13 41-56 37
14. ჰამბურგი 32 8 11 13 35-56 35
15. აუგსბურგი 32 7 13 12 35-49 34
16. კიოლნი 32 8 6 18 37-67 30
17. ჰერტა 32 6 10 16 35-59 28
18. კაიზერსლაუტერნი 32 4 11 17 21-47 23
ბომბარდირები
25 - ჰუნტელაარი (შალკე), გომესი (ბაიერნი); 20 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 17 - ჰარნიკი (შტუტგარტი), პოდოლსკი (კიოლნი); 16 - პისარო (ვერდერი), როისი (ბორუსია /მ/).
მომდევნო ტური
28 აპრილი. კაიზერსლაუტერნი-ბორუსია (დ), ვოლფსბურგი-ვერდერი, ლევერკუზენი-ჰანოვერი, ჰამბურგი-მაინცი, ჰოფენჰაიმი-ნიურნბერგი, ბაიერნი-შტუტგარტი, ფრაიბურგი-კიოლნი, ბორუსია (მ)-აუგსბურგი, შალკე-ჰერტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"