მიხაელ ბალაკი: ფეხბურთელებს შორის მოედანსა და მის გარეთ იერარქია მოისპო

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა თანამედროვე ფეხბურთის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა. ბალაკმა პარალელი გაავლო იმ დროსთან, როდესაც თავის პროფესიონალურ კარიერას იწყებდა.

"როდესაც პროფესიონალურ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, რაღაც-რაღაცები სხვაგვარად იყო. მოედანზე გამოკვეთილი იერარქია სუფევდა, რაც მის გარეთაც ვრცელდებოდა. დღეს კი ეს ყველაფერი უკვე აღარ არის აქტუალური.

მაგალითად, როდესაც მიუნხენის "ბაიერნი" პირველ ტაიმში ცუდად თამაშობდა, შესვენებაზე მთავარ როლში გოლკიპერი ოლივერ კანი იყო.
ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ გასახდელში 30 წამით გვიან უნდა შესულიყვნენ, რადგან ამ დროისთვის კანს მრისხანების შემოტევა გადაუვლიდა ხოლმე", - თქვა
ბალაკმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული