"როდესაც პროფესიონალურ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, რაღაც-რაღაცები სხვაგვარად იყო. მოედანზე გამოკვეთილი იერარქია სუფევდა, რაც მის გარეთაც ვრცელდებოდა. დღეს კი ეს ყველაფერი უკვე აღარ არის აქტუალური.
მაგალითად, როდესაც მიუნხენის "ბაიერნი" პირველ ტაიმში ცუდად თამაშობდა, შესვენებაზე მთავარ როლში გოლკიპერი ოლივერ კანი იყო.
ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ გასახდელში 30 წამით გვიან უნდა შესულიყვნენ, რადგან ამ დროისთვის კანს მრისხანების შემოტევა გადაუვლიდა ხოლმე", - თქვა