ფელიქს მაგათი: რაული ბუნდესლიგაში საუკეთესო ლეგიონერია

AutoSharing Option
"ვოლფსბურგის" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა განაცხადა, რომ "შალკეს" ესპანელი თავდამსხმელი რაული ბუნდესლიგის საუკეთესო ლეგიონერია.

"ჩემი აზრით, რაულზე უკეთესი ლეგიონერი ბუნდესლიგაში არავინაა. რობენსა და რიბერისაც რომ შევადაროთ, რაული მიანც უფრო მაღალი დონის ფეხბურთელია.

ის ერთ-ერთია უმრავლესობათაგან, რომელსაც მოედანზე სიტუაციის კონტროლი შეუძლია. ამიტომ მას დიდი სისწრაფე არც სჭირდება, რადგნ მეტოქეს მუდამ ერთი ნაბიჯით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ რაული "შაკლეში" ორი წლის წინ გადავიდა, როცა გელზენკირხელთა სათავეში მაგათი იყო.

მომზადებულია SID-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული