მიუნხენის "ბაიერნი" ოლივიე ჟირუში 10 მილიონს იხდის!

AutoSharing Option
პარასკევს "ბაიერნის" მენეჯერი კრისტიან ნერლინგერი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც "ტულუზი"-"მონპელიეს" შეხვედრას დაესწრო. ამ ვიზიტის მიზეზი "მონპელიეს" თავდამსხმელი, 25 წლის გოლეადორი ოლივიე ჟირუა - როგორც იცით, რეკორდმაისტერს ზაფხულში ამ უკანასკნელის ყიდვა უნდა.

"ბილდის" ინფორმაციით, ბავარიელებს აყლაყუდა (1.92 მეტრი) ცენტრფორვარდის გადაბირება თითქმის გადაწყვეტილი აქვთ. ჟირუს კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ოლივიეს წელს "მონპელიედან" წასვლა შეუძლია - თუკი მასში რომელიმე გუნდი 10 მილიონ ევროს გადაიხდის. როგორც ჩანს, "ბაიერნი" თანახმაა, ეს თანხა გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში, საფრანგეთის ჩემპიონატში ჟირუს ანგარიშზე 20 გოლია, რაც იმას
ნიშნავს, რომ ოლივიეს "მონპელიეს" გოლების თითქმის ერთი მესამედი აქვს გატანილი. შეგახსენებთ, "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ამას წინათ პირობა დადო, ზაფხულში ერთ კარგ თავდამსხმელს ვიყიდიო. თუმცა ჟირუს გადაბირება ლონდონის "არსენალს" და "ლივერპულსაც" სურთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული