თვის დასაწყისში რობენმა წინასწარი თანხმობა მისცა გერმანელებს, რომ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებდა, თუმცა მდგომარეობა შეიცვალა.
ფრანკ რიბერისთან წაკამათების შემდეგ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. ახლა უკვე რობენი "ბაიერნთან" ყოველგვარი მოლაპარაკების წინააღმდეგია.
შეგახსენებთ, რომ რობენის კონტრაქტი მიუნხენელებთან მომდევნო წლის ზაფხულამდე გრძელდება.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით