"ლუკას პოდოლსკი მომდევნო სეზონს ლონდონის "არსენალში" დაიწყებს. კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია. ფეხბურთელი "კიოლნს" კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე ტოვებს.
ტრანსფერის თანხა კონფიდენციალური ინფორმაციაა და არ გახმაურდება", - ნათქვამია "კიოლნის" ოფიციალურ ვებგვერდზე.
"არსენალში" გადასვლა მომცემს შანსს, საერთაშორისო დონეზე ვითამაშო და ტიტულებისთვის ვიბრძოლო", - განაცხადა თავად ფეხბურთელმა.