33-ე ტურის შემდეგ მე-16 ადგილზე კვლავ კიოლნელები არიან. ბერლინელები კი მათ ორი ქულით ჩამორჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან კობიაშვილის გუნდმა ბოლო ტურში აუცილებლად უნდა მოიგოს და თან, იმის იმედად უნდა იყოს, რომ "კიოლნი" "ბაიერნს" ვერ მოუგებს.
მეორე ვარიანტი ძალიან რეალურია, რადგან უმოტივაციო "ბაიერნიც" კი
39 წლის სპეციალისტი პირობას დებს, რომ შეგირდებს ბრძოლისთვის განაწყობს - მართალია, სპორტული თვალსაზრისით ჩვენ აღარაფრისთვის ვიბრძვით, მაგრამ "ჰერტასთან" მატჩი პირადად ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სამი ქულისთვის ბრძოლაო.
შეგახსენებთ, რომ ბაბელი სეზონის დასაწყისში "ჰერტას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და მის ხელში ბერლინელები ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ - პირველი წრის შემდეგ "ჰერტას" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრებოდა. ბაბელი ბერლინიდან დეკემბრის ბოლოს გააგდეს, რაც მენეჯერ მიხაელ პრეეტცთან უთანხმოების შედეგი გახლდათ.
ბაბელი: ჰერტა ჩემს ხელში არ გავარდებოდა
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბაბელმა "ჰერტასთან" კონტრაქტის ნაადრევად გახანგრძლივებაზე გამართული მოლაპარაკებები იმდენად გაწელა, რომ პრეეტცს მის ერთგულებაში ეჭვი შეეპარა. ბოლოს კი მოთმინების ფიალა აევსო და მარკუსი გაათავისუფლა.
ამას მოჰყვა ურთიერთბრალდებები - პრეეტცმა ბაბელს უწოდა მატყუარა, ბაბელმა კი პირიქით - პრეეტცს. საეჭვო ის იყო, რომ "ჰერტადან" წამოსვლის შემდეგ მარკუსი მაშინვე "ჰოფენჰაიმში" დაინიშნა. პრეეტციც სწორედ ამას ეჭვობდა - ჩვენთან კონტრაქტს იმიტომ არ აგრძელებდა, რომ სხვა გუნდთან წინასწარ იყო შეთანხმებულიო...
ბაბელი და პრეეტცი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ და ახლა მარკუსს მიხაელზე შურისძიება იმით შეუძლია, რომ "ჰერტას" მედგრად ებრძოლოს და მეორე ბუნდესლიგაში გააგდოს.
"ეს ჩემთვის ჩვეულებრივი თამაში ვერ იქნება. ერთია ის, რომ ამ გუნდიდან გამომაგდეს და ეს იმდენად ულამაზოდ და ჩემთვის შეურაცხმყოფელ ვითარებაში მოხდა, რომ ვაღიარებ, შურისძიება მინდა. ფრე კი არა, ბერლინში მხოლოდ მოგება დამაკმაყოფილებს!" - აცხადებს ბაბელი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
კურიოზი ისაა, რომ მარკუსს მარცხენა მკლავზე ჯერ კიდევ "ჰერტას" ლოგო აქვს ამოსვირინგებული - ეს მაშინ გააკეთა, როცა ბერლინური კლუბი მეორედან პირველ ბუნდესლიგაში დააბრუნა. "ჩემს ხელში "ჰერტა" არაფრისდიდებით არ გავარდებოდა," - დასძენს ბაბელი და სიმართლესთან ახლოსაა, რადგან ფაქტია, რომ მისი წამოსვლის დროს "ჰერტა" მე-11 ადგილზე იყო და მას მერე ბერლინელებმა მხოლოდ რვა ქულა აიღეს.
გუშინდელ ვარჯიშზე ბაბელმა ფანებს თხოვნით მიმართა, ბერლინში განსაკუთრებით მჭირდება თქვენი მხარდაჭერაო - "ჰოფენჰაიმს" დედაქალაქში 1000 ქომაგი მიჰყვება.
33-ე ტურის სიმბოლური ნაკრები (კიკერი)
ფეხბურთელი კლუბი ს. მ. რ.
1. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 3
2. ჰასან სალიჰამიჯიჩი ვოლფსბურგი 2
3. ფილიპ დემსი ბორუსია (მ) 3
4. მენსურ მუიჯა ფრაიბურგი 2
5. ჯოელ მატიპი შალკე 1
6. დანიელ დიდავი ნიურნბერგი 3
7. დანიელ კალიჯური ფრაიბურგი 1
8. ივან პერიშიჩი ბორუსია (დ) 1
9. პატრიკ ჰელმესი ვოლფსბურგი 3
10. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 9
11. ლუკას ბარიოსი ბორუსია (დ) 1
შენიშვნა: ს. მ. რ. - სიმბოლურში მოხვედრების რაოდენობა
ტურის გმირი
ლუკას ბარიოსი (ბორუსია /დ/, I)
27 წლის ლუკას ბარიოსმა, რომელმაც მთელი სეზონი სათადარიგოთა სკამზე, რობერტ ლევანდოვსკის ჩრდილში გაატარა, "კაიზერსლაუტერნთან" მატჩში (5:2 დორტმუნდელთა სასარგებლოდ) დაამტკიცა, რომ გოლების გატანა არ დავიწყებია.
აქამდე მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლი გახლდათ და შაბათს გერმანიის ჩემპიონების მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ძირითად შემადგენლობაში გაამწესა. ბარიოსმა კი ჰეთ თრიკი შეასრულა - ერთი მარჯვენა ფეხით გაიტანა, ერთი მარცხენათი, ერთიც თავით.
შეგახსენებთ, რომ ლუკასი შარშან და შარშანწინ "დორტმუნდის" მთავარი გოლეადორი იყო და ორ სეზონში 35 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ამ სეზონის წინ მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დააკარგვინა.
საუკეთესო ფეხბურთელები
33 ტურის შემდეგ, "კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი საშუალო შეფასება
1. მარკო როისი ბორუსია (მ) 2.63
2. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 2.64
3. მატს ჰუმელსი ბორუსია (დ) 2.66
4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 2.67
5. სებასტიან კელი ბორუსია (დ) 2.76
6. რონ-რობერტ ცილერი ჰანოვერი 2.77
7. რომან ვაიდენფელერი ბორუსია (დ) 2.79
8. სვენ ულრაიხი შტუტგარტი 2.80
9. როელ ბრუვერსი ბორუსია (მ) 2.82
10. დიეგო ბენალიო ვოლფსბურგი 2.82
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. კლაას-იან ჰუნტელაარი შალკე 31 27 12 39
2. რობერტ ლევანდოვსკი ბორუსია (დ) 33 20 10 30
3. ფრანკ რიბერი ბაიერნი 31 12 18 30
4. მარიო გომესი ბაიერნი 32 26 3 29
5. კლაუდიო პისარო ვერდერი 28 16 10 26
6. ლუკას პოდოლსკი კიოლნი 28 18 8 26
7. მარკო როირი ბორუსია (მ) 31 16 10 26
8. მარტინ ჰარნიკი შტუტგარტი 33 17 8 25
9. შინჯი კაგავა ბორუსია (დ) 30 13 10 23
10. მარიო მანჯუკიჩი ვოლფსბურგი 31 12 9 21
სატურნირო მდგომარეობა
ა გთ მ ფ წ ბ ქ
1. ბორუსია (დ) 33 24 6 3 76-25 78
2. ბაიერნი 33 22 4 7 73-21 70
3. შალკე 33 19 4 10 71-42 61
4. ბორუსია (მ) 33 16 9 8 46-24 57
5. ლევერკუზენი 33 14 9 10 48-43 51
6. შტუტგარტი 33 14 8 11 60-44 50
7. ჰანოვერი 33 11 12 10 39-44 45
8. ვოლფსბურგი 33 13 5 15 45-57 44
9. ვერდერი 33 11 9 13 47-55 42
10. ნიურნბერგი 33 12 6 15 37-45 42
11. ჰოფენჰაიმი 33 10 11 12 40-44 41
12. ფრაიბურგი 33 10 10 13 45-57 40
13. მაინცი 33 9 12 12 47-48 39
14. ჰამბურგი 33 8 12 13 35-56 36
15. აუგსბურგი 33 7 14 12 35-49 35
16. კიოლნი 33 8 6 19 38-71 30
17. ჰერტა 33 6 10 17 35-63 28
18. კაიზერსლაუტერნი 33 4 11 18 23-52 23
ბომბარდირები
27 - ჰუნტელაარი (შალკე); 26 - გომესი (ბაიერნი); 20 - ლევანდოვსკი (ბორუსია /დ/); 18 - პოდოლსკი (კიოლნი); 17 - ჰარნიკი (შტუტგარტი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"