მარიო გიოტცე: ვეცდები, ევრო 2012-ზე იოახიმ ლიოვის ნდობა გავამართლო

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელის, იოახიმ ლიოვის მიმართ მადლიერება გამოხატა.

"ბუნდესმწვრთნელი" ფეხბურთელის ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წაყვანას აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ის ტრავმის გამო დიდხანს ვერ თამაშობდა. ლიოვმა თქვა, რომ გიოტცე მისთვის უფრო მეტია, ვიდრე "ჯოკერი".

"ბუნებრივია, მწვრთნელის სიტყვა ჩემთვის დიდი მოტივაციაა. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, რათა მისი ნდობა გავამართლო. მთავარია, რომ შესაბამის რიტმში ჩავჯდე, მეტოქეებთან ბრძოლასა და ბურთთან ურთიერთობაში თავდაჯერებული ვიყო", - განაცხადა გიოტცემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული